ყარაბაღის რეგიონში ერთ კვირაში 581 ნაღმი და საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი

აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ერთ კვირაში 581 ნაღმი და საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი

2069501
ყარაბაღის რეგიონში ერთ კვირაში 581 ნაღმი და საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი

აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ერთ კვირაში 581 ნაღმი და საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი.

აზერბაიჯანის ნაღმების გაწმენდის სააგენტოს (ANAMA) განცხადებაში ნათქვამია, რომ ყარაბაღის რეგიონისა და მიმდებარე პროვინციების სომხური ძალების მიერ დაგებული ნაღმებისგან გაწმენდა უწყვეტად გრძელდება.

აღნიშნულია, რომ 20-26 ნოემბრის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შედეგად განეიტრალდა 73 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 64 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და 444 აუფეთქებელი საბრძოლო მასალა.

ცნობილი გახდა, რომ ტერტერის, აღდამის, ლაჩინის, ფუზულის, შუშას, ქუბადლის, ხოჯავენდის, ჯაბრაილისა და ზანგილანის რაიონებში მხოლოდ ერთ კვირაში 683,5 ჰექტარი ტერიტორია გაიწმინდა ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან.

ANAMA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვუგარ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ 2020 წლის ნოემბრიდან, როდესაც დასრულდა 44-დღიანი ომი, 2023 წლის 4 ნოემბრამდე, სულ 106 ათასი ჰექტარი ტერიტორია იქნა გაწმენდილი ნაღმებისგან და ბოლო სამი წლის განმავლობაში 30 ათას 539 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 18 ათას 303 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 56 ათას 646 აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი.


საკვანძო სიტყვები: #ნაღმი , #ყარაბაღი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები