ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების მესამე გაცვლა მოხდა

გასულ ღამეს ისრაელის ციხეებიდან კიდევ 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს

2069029
ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების მესამე გაცვლა მოხდა

ისრაელსა და ჰამასს შორის შეტაკების 4-დღიანი ჰუმანიტარული შეწყვეტის მესამე დღე დასრულდა.

გასულ ღამეს ისრაელის ციხეებიდან კიდევ 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს.

საპასუხოდ ჰამასმა გაათავისუფლა 17 ისრაელელი მძევალი.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, კასამის ბრიგადებმა 7 ოქტომბერს დაიწყო მასშტაბური თავდასხმა ისრაელზე სახელწოდებით "ალ-აქსას წარღვნა" და ათობით ისრაელელი მძევლად აიყვანა.

ამის საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო  ოპერაცია სახელწოდებით „რკინის ხმლები“.

მზარდი დაძაბულობის შედეგად დაიღუპა 14 ათასზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა ბავშვი.


საკვანძო სიტყვები: #მძევლები , #ჰამასი , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები