კიბოთი დაავადებულ პალესტინელ ბავშვებს თურქეთში ჩამოიყვანენ

კიბოთი დაავადებულ პალესტინელ ბავშვებს თურქეთში ჩამოიყვანენ

2062428
კიბოთი დაავადებულ პალესტინელ ბავშვებს თურქეთში ჩამოიყვანენ

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჩამ, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პალესტინაში მკურნალობის ქვეშ მყოფ ონკოლოგიურ პაციენტებს თურქეთში ჩამოიყვანენ.

ქოჯამ განაცხადა, რომ მას ისრაელის ჯანდაცვის მინისტრთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი და მას ნათლად განუცხადა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.

„მე განვუცხადე, რომ თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფო არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელიც ახორციელებს კიბოს მკურნალობას ღაზაში და რომ მას აღარ შეუძლია მომსახურების გაწევა. მე განვაცხადე, რომ მზად ვართ პაციენტები, განსაკუთრებით ბავშვები სასწრაფო დახმარების მანქანებით ეგვიპტეში გადავიყვანოთ, იქიდან კი თურქეთში სამკურნალოდ. უმოკლეს ვადაში დავიწყებთ კიბოს დაავადების მქონე ბავშვების თურქეთში ჩამოყვანას“, განაცხადა ფაჰრეთთინ ქოჯამ.

მან სიტყვით გამოსვლის დროს ასევე თქვა, რომ ისინი რეგიონს მიაწვდიან დაახლოებით 500 ტონა სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის მედიკამენტებს, სამედიცინო ხელსაწყოებს, 8 საველე საავადმყოფოს, 20 სასწრაფო დახმარების მანქანას და სამედიცინო აღჭურვილობას.



მსგავსი ინფორმაციები