გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

2058602
გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის (OCHA) ჟენევის წარმომადგენელმა და საკოორდინაციო განყოფილების დირექტორმა რამეშ რაჯასინჰემმა აქ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია.

რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, რაც საზოგადოების დაახლოებით 40 პროცენტს შეესაბამება.

მანვე განაცხადა, რომ 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 9 ათას 900 მშვიდობიანი მოქალაქე.

მან გააკეთა გაფრთხილება, რომ რეალური მაჩვენებლები შეიძლება იყოს უფრო მაღალი და თქვა: "ომის გაგრძელებისას გარემო ბევრად უფრო საშიში გახდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის. ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის  14 მუშაკი დაიღუპა“.

რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 1300 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის ობიექტებზე, დაიღუპა 111 ჯანდაცვის მუშაკი და პაციენტი.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები