პაპუაშვილი: „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას“

პაპუაშვილი: „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას“

2058210
პაპუაშვილი: „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთს, რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი მიულოცა და განაცხადა: „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას, რაც რეგიონული მშვიდობის ძირითად კომპონენტებს შორისაა. თურქეთი კონკრეტულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. თურქეთის მუდმივი მხარდამჭერი პოლიტიკა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ყოველთვის იყო და რჩება საქართველოსთვის სანდო მესიჯად. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი სტრატეგიული და კონსტიტუციით აღიარებული საგარეო პოლიტიკური მიმართულების წარმატება.“

პაპუაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან სამ ათეულ წელზე მეტია საქართველოსა და თურქეთს შორის დამყარდა პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაც თითქმის უპრეცედენტოა ჩვენს რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში. ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კეთილდღეობას. საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობამ უზრუნველყო, თავიდან აეცილებინა რეგიონში რთული გეოპოლიტიკური პროცესებით გამოწვეული მასშტაბური კონფლიქტები. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთგაგებას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. გასული საუკუნე იყო საუკუნე, როდესაც განხორციელდა დიდი თურქი ერის ამბიციები. ვუსურვებთ თურქეთის რესპუბლიკას მომავალშიც გააგრძელოს წარმატებები საკუთარი ქვეყნის და ხალხის მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ასევე რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის არის მყარი საფუძველი იმისა, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ“.   



მსგავსი ინფორმაციები