ილჰამ ალიევმა იაშარ გიულერი მიიღო

ილჰამ ალიევმა იაშარ გიულერი მიიღო

2055356
ილჰამ ალიევმა იაშარ გიულერი მიიღო

გუშინ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იაშარ გიულერი, რომელიც ბაქოში იმყოფებოდა თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ ერთობლივ წვრთნებზე „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ დასასწრებად, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდა და ვითარდება როგორც სამხედრო, ასევე სხვა სფეროებში.

ამავე ინფორმაციით შეხვედრაზე, მიმდინარე წლის სექტემბერში ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული.



მსგავსი ინფორმაციები