რა შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა აშშ-მ ირანს?

რა შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა აშშ-მ ირანს?

2054977
რა შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა აშშ-მ ირანს?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ორჯერ გაუგზავნა შეტყობინება.

ამირ-აბდოლაჰიანმა დედაქალაქ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს პალესტინის წინააღმდეგობას ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ რელიგიური, ეროვნული და ჰუმანიტარული ღირებულებების ფარგლებში და ეს არ არის საიდუმლო.

ამირ-აბდოლაჰიანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი არის პალესტინის მიწების ოკუპანტი და დაამატა: „საერთაშორისო სამართლის თანახმად, მათ, ვისი მიწებიც ოკუპირებულია, შეუძლიათ შეიარაღდნენ და გამოიყენონ იარაღი საკუთარი თავის დასაცავად. ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, განსაკუთრებით აშშ-ს კონტროლის ქვეშ, ცდილობს მთლიანად იგნორირება გაუკეთეთ ისრაელის ოკუპაციას. ისინი ცდილობენ დაგმონ ჰამასი და პალესტინის წინააღმდეგობა.“

მისივე თქმით, აშშ-მ და დასავლეთის სახელმწიფოებმა ჰეზბოლას დღემდე „ათობით შეტყობინება გაუგზავნეს“, რათა თავიდან აიცილონ ახალი ფრონტის გახსნა ისრაელის წინააღმდეგ“.

„აშშ-მ ორჯერ გაუგზავნა მესიჯი ირანს. პირველში მათ თქვეს „არ გვინდა ომის გაფართოება“, მეორეში კი ირანს სთხოვეს თავშეკავება. აშშ აცხადებს, რომ არ სურს ომის გაფართოება ან ესკალაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ორი კვირის წინ გაგზავნილი იარაღით, მან დაამტკიცა თავისი მხარდაჭერა ღაზაში ბავშვებზე და ქალებზე თავდასხმები. მე მოვუწოდებ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაასრულეთ თვალთმაქცობა. ეს არის ადამიანის უფლებები, რომელსაც თქვენ იცავდით მსოფლიოსთვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს?“ განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.



მსგავსი ინფორმაციები