ისრაელის არმიის შეტევები ღაზასა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გრძელდება

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ ისრაელის არმიის შეტევები ღაზასა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გრძელდება

2048934
ისრაელის არმიის შეტევები ღაზასა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გრძელდება

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ ისრაელის არმიის შეტევები ღაზასა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გრძელდება.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ამ დრომდე 770 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 4 ათასი  დაშავდა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელი მიზანმიმართულად ბომბავს სასწრაფო დახმარების მანქანებს თავდასხმების დროს და რომ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნის ჰოსპიტალი საჰაერო თავდასხმების გამო მომსახურებას ვერ ახორციელებს.

ცნობილი გახდა, რომ ბლოკირებული ღაზის სექტორიდან იერიშების შედეგად დაღუპულ ისრაელელთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაშავებულია 2616 ისრაელელი, მათგან 157 მძიმედ.

ალ-კასამის ბრიგადის სპიკერმა აბუ უბეიდემ ისრაელის მიერ ბლოკირებული ღაზის სექტორში თავდასხმების წინააღმდეგ თქვა: "ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი ბრძოლისთვის და ყველა შესაძლებლობისთვის. ჩვენი მტერი იმედგაცრუებისა და სირცხვილის გარდა ვერაფერს მიაღწევს."

„ჩვენი ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა არის რეაქცია ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე და ჩვენი წმინდა ღირებულებების დაცვაა“. - თქვა უბეიდემ.

მისივე თქმით, პალესტინის წინააღმდეგობის ჯგუფი ალ-კასამის ბრიგადა კვლავ დომინირებს ომის მსვლელობაზე და "სასაცილოა" ისრაელის არმიის ღაზას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციით მუქარა.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA იტყობინება, რომ ისრაელის საზღვაო ძალების მოიერიშე კატარღებმა ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და დასახლებები ქალაქ ხან იუნისის სანაპიროზე ზღვიდან დაბომბეს.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ განაცხადა, რომ 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორის სკოლებში 137 ათასზე მეტმა პალესტინელმა შეაფარა თავი.

გაერომ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა „პირდაპირ“ დაბომბა სკოლა, რომელიც ეკუთვნოდა პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს.

ამასობაში ღაზა სრული ბლოკადის ქვეშაა. ქალაქში ელექტროენერგია, წყალი და გაზი გაითიშა, რეგიონში საკვების შეტანის უფლებასაც არ იძლევიან.

პალესტინის ხელისუფლებამ მოითხოვა სასწრაფოდ საკვები და სამედიცინო მარაგი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგია და წყალი შეუწყვიტა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) სპიკერმა იენს ლაერკემ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტამ შეიძლება რამდენიმე დღეში ელექტროსადგური საწვავის გარეშე დატოვოს და 610 ათასზე მეტი ადამიანისთვის სასმელი წყლის დეფიციტი გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას ღაზის მიმართულებით, რათა რეგიონისთვის კრიტიკული სამედიცინო მასალები იქნას მიწოდებული.

ბლოკირებული ღაზის სექტორის მეზობელი ისრაელის ქალაქ რაჰატის მერმა ატა აბუ მედიგამმა განაცხადა, რომ ჰამასის მიერ რეგიონში ბევრი რაკეტა იქნა გასროლილი და ისრაელის ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა და თქვა: „ჩვენ არ გვაქვს საზოგადოებრივი მობილური თავშესაფრები, სახელმწიფომ მიგვატოვა“.

დაძაბულობაა ასევე ისრაელ-ლიბანის საზღვარზე.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბევრი შეიარაღებული ადამიანი, რომლებმაც ლიბანიდან შეაღწიეს, განეიტრალდა, მაგრამ ქვეყანაში შეღწეულ შეიარაღებულ პირებთან შეტაკებაში არმიიდან ვიცე-პოლკოვნიკი ალიმ საად აბდულა დაიღუპა.

პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ აიღო პასუხისმგებლობა სამხრეთ ლიბანიდან ისრაელზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმაზე.

ჰეზბოლას ცნობით, კი ისრაელის მიერ მოკლული მისი წევრების რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ საზღვარზე ისრაელის სამხედრო პუნქტი მართვადი რაკეტით დაბომბეს.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ჰამასი , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები