აზერბაიჯანმა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

2040743
აზერბაიჯანმა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

ყარაბაღში მცხოვრები სომხების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მასალების ტრანსპორტირება რეგიონში უკვე დაიწყო.

გუშინ, ქალაქ ევლახში აზერბაიჯანის ოფიციალური პირებისა და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების შეხვედრისას დღის წესრიგში ასევე დადგა ჰუმანიტარული დახმარების საკითხი.

შეხვედრაზე, სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს სთხოვეს რეგიონში სომხების გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.

ამ მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქ აღდამის მიმართულებით აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ მომზადებული ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი 2 მისაბმელიანი და 2 სატვირთო მანქანა გაემგზავრა.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყარაბაღის რეგიონულმა დირექტორმა მირალი ფეიზივეიმ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.



მსგავსი ინფორმაციები