თურქეთი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

ანკარა ბაქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

2039622
თურქეთი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

თურქეთმა, ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული ანტიტერორისტულ ოპერაცია ასე შეაფასა: „აზერბაიჯანი იღებს იმ ზომებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ყარაბაღის რეგიონში არალეგიტიმური სომხური შეიარაღებული ელემენტები დიდი ხანია აგრძელებენ შეიარაღებულ თავდასხმებს და პროვოკაციებს აზერბაიჯანის არმიისა და სხვა უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ რა, საპასუხოდ აზერბაიჯანის არმიამ ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო, რომლის დროსაც განსაკუთრებით სამხედრო ელემენტები იქნა მიზანში ამოღებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მუდმივად გამოხატული ლეგიტიმური და გამართლებული შეშფოთება ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (2020) ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არ მოგვარებულა.

„ჩვენ გვჯერა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების პროცესის  გაგრძელების უზრუნველყოფა სტაბილურობის დამყარების ერთადერთი გზაა“, ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები