რა შემთხვევაში შეაჩერებს აზერბაიჯანი ყარაბაღში ოპერაციებს?

რა შემთხვევაში შეაჩერებს აზერბაიჯანი ყარაბაღში ოპერაციებს?

2039754
რა შემთხვევაში შეაჩერებს აზერბაიჯანი ყარაბაღში ოპერაციებს?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან.

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ალიევმა ბლინკენს განუმარტა ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ ინიცირებული ანტიტერორისტული ოპერაციების მიზეზები.

ალიევმა ბლინკენთან გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს.

ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმია არ უმიზნებს სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ ანადგურებს მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს.



მსგავსი ინფორმაციები