საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

2039259
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრებმა მიმართეს სასამართლოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მოთხოვნით.

იქვე აღნიშნულია, რომ განცხადებას ხელს აწერს სულ 80 დეპუტატი, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

„საქმე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ის საკითხს განიხილავს და დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტს“. - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კობახიძემ 1 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში გააკრიტიკა ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპის ქვეყნებში აგვისტოს ბოლოს დაიწყო.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო სისტემაა და კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ აქვს უფლება აწარმოოს საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის გარეშე.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი ევროპაში შეხვედრების გასამართად მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა და კონსტიტუციის დარღვევის გამო პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად 150 მანდატიან პარლამენტში 50 დეპუტატის ხელმოწერა, პროცესის დასასრულებლად კი 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

შესაბამისად, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ 84 მანდატი აქვს, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელმაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და თქვა: "არსად არ ვაპირებ წასვლას. ვფიქრობ, ყველამ უნდა დაივიწყოს ჩემს გადადგომაზე ოცნება".



მსგავსი ინფორმაციები