ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები

Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები

2037094
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ისინი ვეღარ დაეყრდნობიან რუსეთს მათ დასაცავად.

Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები.

იმის მტკიცებით, რომ რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და მოსკოვის ხელისუფლებას ეშინია აზერბაიჯანისა და მისი ახლო მოკავშირე თურქეთის გაუცხოების.

ფაშინიანმა თქვა: ”ამ შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვინდა გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა თავიდან ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტების ცენტრში მოხვედრა“.

მან აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კონფლიქტები ღვივდება, „დიდი მფარველისთვის“, სომხეთის შემთხვევაში,  რუსეთისთვის მიმართვა არამდგრადია და დაამატა: „ჩვენ აღარ შეგვიძლია დავეყრდნოთ რუსეთს ჩვენი დაცვის საკითხსშ“.

მეორე მხრივ, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ გააკეთებს შეფასებას იმ საკითხზე რომ „რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში რომ არ იყვნენ, დღეს უკეთესი იქნებოდა თუ არა მდგომარეობა“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა: „თუ გვსურს გვქონდეს მუდმივი და მარადიული სახელმწიფო, ჯერ ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ძალიან სერიოზული ძალისხმევა გავწიოთ მეზობლებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად“.



მსგავსი ინფორმაციები