საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ.არჩევნებს

2035970
საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს 2023 წლის 9 სექტემბერს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“. - ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები