სალომე ზურაბიშვილი "არსად არ მივდივარ"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის მიერ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად მზადებას გამოეხმაურა და თქვა: "არსად არ მივდივარ."

2034930
სალომე ზურაბიშვილი "არსად არ მივდივარ"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის მიერ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად მზადებას გამოეხმაურა და თქვა: "არსად არ მივდივარ."

სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების სურვილი მის წინააღმდეგ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცესი.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანგარიშვალდებულია მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე და რომ ბოლო ერთი კვირაა შეხვედრები აქვს ევროპის ქვეყნებში, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

მან აღნიშნა, რომ გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ევროკავშირის პროცესისთვის და რომ ქვეყნის მომავალი ევროპაშია.

ზურაბიშვილის თქმით, კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მოვალეობები შეასრულა და თქვა: "ამიტომ არსად არ წავალ. მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს ჩენს გადადგომაზე ოცნება. მე აქ ვარ, მაგრამ წავალ იქ სადაც ჩემ წასვლა იქნება საჭირო“.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარი სახსრებით წავიდა ევროპის ქვეყნებში და იქ ქართველი ხალხის ნება წარმოადგინა.

მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევის მიზნით და რომ ყველამ ერთად უნდა იაროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში გააკრიტიკა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში აგვისტოს ბოლოს დაწყებულო ვიზიტის პროგრამა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო სისტემაა და რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ აქვს უფლება აწარმოოს საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის გარეშე.

კობახიძემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ზურაბიშვილი ევროპაში მოლაპარაკებების გასამართად მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა, განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები