აქტუალური თემის ანალიზი 54-2023

თურქეთ-ერაყის ურთიერთობებში ახალი პერიოდისკენ

2034780
აქტუალური თემის ანალიზი 54-2023

აქტუალური თემის ანალიზი 54-2023

თურქეთ-ერაყის ურთიერთობებში ახალი პერიოდისკენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, 22-24 აგვისტოს ერაყში მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფებოდა. ერაყი, თურქეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ქვეყანაა ტერორიზმთან ბრძოლის, ენერგეტიკული გეოპოლიტიკის, ეკონომიკური ურთიერთობების, შიდა სტაბილურობისა და რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენციის თვალსაზრისით. ამიტომ, ფიდანის ვიზიტი კრიტიკულია ერაყში პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოსალოდნელ ვიზიტამდე.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ორ ქვეყანას შორის არსებული რთული საკითხები ჯერ კიდევ შორს არის გადაწყვეტისაგან და პრეზიდენტ, ერდოღანის ვიზიტის შემთხვევაშიც კი, ამ პრობლემების სრულად აღმოფხვრას დრო დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ამ სიტუაციაზე, ერაყის დინამიკა საკმაოდ გადამწყვეტია. ბაღდადსა და ერბილს შორის უთანხმოების არსებობა, ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს არსებობა და მისი საქმიანობა ჩრდილოეთ ერაყში და ისეთი უცხოური მოთამაშეების დესტრუქციული ეფექტი, როგორიცაა ირანი, ბევრი მიზეზია, რომელიც მჭიდროდ მოქმედებს თურქეთ-ერაყის ურთიერთობებზე. ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები სულ უფრო დამანგრეველ გავლენას ახდენს ერაყზე. ამ ეტაპზე წყლის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია თურქეთსა და ერაყს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ფიდანის ვიზიტში წინა პლანზე იდგა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხები, ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საკითხი, ფიდანამდე პერიოდში თურქეთსა და ადგილობრივ სუნიტებს შორის მიღწეული შეთანხმების შენარჩუნება გახლდათ. სუნიტებს შორის ნებისმიერმა პოლიტიკურმა კონფლიქტმა შეიძლება სტრატეგიული საფრთხე შეუქმნას თურქეთის პრიორიტეტებს ერაყში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი ერაყს სექტანტური კუთხით უახლოვდება. პირიქით, სუნიტებს შორის შერიგება განიხილება, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რადგან მას აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ყველა სხვა პოლიტიკურ და სამხედრო პროცესზე ერაყში.

ერაყში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით (2023 წლის დეკემბერი), თურქეთის პრიორიტეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს პრიორიტეტები უფრო მარტივად შეიძლება გავიგოთ, თუ ერაყში ფიდანის შეხვედრებს გადავხედავთ. ერაყელ თურქმენებთან შეხვედრამდე ფიდანი შეხვდა ერაყელ კოლეგას ფუად ჰუსეინს და პრეზიდენტ აბდულ ლატიფ რაშიდს, ასევე ჰადი ალ-ამირის, ფეთიჰის ალიანსის ლიდერს და ერაყის სუვერენიტეტის ლიდერს ხამის ალ-ხანჯარს.

თურქეთის სტრატეგიული პრიორიტეტები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერაყში ეთნო-სექტანტური პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებით. ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას (KDP) და ქურთისტანის პატრიოტულ კავშირს (PUK) შორის ურთიერთობა ჩრდილოეთ ერაყში, ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მზარდი აქტივობის კონტროლი და შესუსტება ერაყში, PKK-ს და შიიტური მილიციის ფრაქციების თანამშრომლობა თურქეთის წინააღმდეგ. ირანის გავლენა შიიტურ მილიციაზე და ერაყსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება არის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტები ფიდანის ერაყში ვიზიტის უკან.

ამ პროცესში ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაა. თურქეთი დიდი ხანია ახერხებს PKK-ს შიდასახელმწიფოებრივი განეიტრალებას. ეს მოხდა მისი დასუსტებით ერაყში და კონტროლის ქვეშ აყვანა სირიაში. თურქეთის გაზრდილმა სამხედრო ოპერაციებმა და ტერიტორიის კონტროლი ჩრდილოეთ ერაყის სტრატეგიულ რაიონებზე, სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებმა PKK-ს წინააღმდეგ და ანკარასა და ერბილს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია დაასუსტა, მაგრამ სრულად ვერ გაანეიტრალა ერაყში.

თურქეთის ამჟამინდელი სტრატეგია არის წინააღმდეგობა გაუწიოს PKK-ს ცვალებად სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიდგომას, გაანეიტრალოს იგი ერაყის მასშტაბით და უზრუნველყოს ორგანიზაციის გაყვანა კანდილში. აქედან გამომდინარე, თურქეთს სურს ერაყის მთავრობამ აღიაროს PKK ტერორისტულ ორგანიზაციად და, როგორც ფიდანმა გამოთქვა ვიზიტის დროს, PKK-ს მზარდ ყოფნას ერაყის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გაუარესების რისკად ხედავს.

თუ ეს მიზანი განხორციელდება, ერაყი გახდება დომინანტური ძალა საკუთარ ტერიტორიაზე და თურქეთის სამხედრო ყოფნა ჩრდილოეთ ერაყში მინიმუმამდე შემცირდება. მეორე მხრივ, PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება გადაარჩენს ჩრდილოეთ ერაყის პოლიტიკას PKK-ს გავლენისგან და შეამცირებს კონფლიქტის ესკალაციას ქურთებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციის გაცნობიერება ჩრდილოეთ ერაყის განტოლებაში ამჟამად რთულია, თურქეთის ინსტრუმენტები სტრატეგიულ აუცილებლობად აქცევს რეგიონის აქტორები აიძულოს ანკარასთან ერთად მუშაობაზე. ამას მოწმობს ფიდანის დიპლომატიური შეხვედრები ერბილში.

კიდევ ერთი კრიტიკული ეკონომიკური საკითხი ორი ქვეყნისთვის არის ენერგეტიკული ფაილი. ერაყიდან თურქეთში ნავთობის მიწოდება 2023 წლის თებერვლიდან შეწყდა და ანკარამ მიზეზად თებერვლის მიწისძვრები დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასაბუთება გონივრულად გამოიყურება, არ იქნება ურიგო თუ ვიტყვით, რომ ბაღდადის მთავრობასა და ერბილის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე კონფლიქტი და ერაყის სარჩელი თურქეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში და კომპენსაციის ანაზღაურება, პრობლემას უქმნის თურქეთსაც. ნავთობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გასაგებია, როდესაც განიხილება ბაღდადის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმე თურქეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ნავთობსადენის დახურვამ ერაყს მილიარდობით დოლარი დაუჯდა, თურქეთთან საკითხის გადაუჭრელობას შესაძლოა კრიტიკული შედეგები მოჰყვეს.

თუ ფიდანის ვიზიტი ერაყში დადებით შედეგს გამოიღებს, ის მყარ საფუძველს ჩაუყრის ერდოღანის ვიზიტს და პოტენციურად გაუხსნის გზას თურქეთ-ერაყის ურთიერთობებში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. თურქეთის რეგიონული გავლენა შესაძლოა აღორძინდეს, რადგან ერაყი ასრულებს სტრატეგიულ როლს ამ გავლენის გაძლიერებაში.



მსგავსი ინფორმაციები