საბერძნეთში ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს

განსაკუთრებით დადიასის ტყეში ხანძრის გავრცელების შედეგად რეგიონის ზოგიერთი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა

2029873
საბერძნეთში ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს

ხანძარი, რომელიც საბერძნეთში, ალექსანდრუპოლისში 19 აგვისტოს დაიწყო და როდოპის პროვინციაში გავრცელდა და კონტროლის დამყარება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

განსაკუთრებით დადიასის ტყეში ხანძრის გავრცელების შედეგად რეგიონის ზოგიერთი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.

მარიცას პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ დიმიტრის პეტროვიჩმა საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ERT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1 მილიონ 600 ათასი ჰექტარი ტყის ფართობიდან 750 ათასი ჰექტარი უკვე დამწვარია.

მან აღნიშნა, რომ ქარი ხვალიდან მიმართულებას შეიცვლის და რომ ამ შემთხვევაში ხანძარმა შესაძლოა უფრო საშიშ დონემდე მიაღწიოს და ზარალი კიდევ გაიზარდოს.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები