ჩკთრ: „სოფელ პილას გზის შეჩერების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება“

ჩკთრ: „სოფელ პილას გზის შეჩერების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება“

2027454
ჩკთრ: „სოფელ პილას გზის შეჩერების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება“

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) საგარეო საქმეთა მინისტრმა თაჰსინ ერთუღრულოღლუმ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და სოფელ პილას გზის პროექტი შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, გზა აუცილებლად აშენდება.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიერ ინიცირებული გზის პროექტზე მსჯელობა სოფელ პილაში, სადაც თურქები და ბერძნები ერთად ცხოვრობენ, გრძელდება.

პრეზიდენტმა ერსინ თათარმა გაიმეორა თავისი რეაქცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოკიდებულებაზე, ხელი შეუშალოს თურქების გზის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაწყებულ სამუშაოებს.

თათარმა სთხოვა გაეროს, არ მიეღო ორმაგი სტანდარტების მიდგომა თურქებსა და ბერძნებს შორის.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა თაჰსინ ერთუღრულოღლუმ ჩკთრ-ს საზოგადოებრივ მაუწყებელთან (BRT) საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩკთრ-სა და გაეროს წარმომადგენლებს შორის გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები