ირანმა დანიისა და შვედეთის დროებითი რწმუნებულები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა

ირანმა დანიისა და შვედეთის დროებითი რწმუნებულები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა

2026987
ირანმა დანიისა და შვედეთის დროებითი რწმუნებულები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა

ირანმა, დანიასა და შვედეთში, წმ. ყურანზე თავდასხმების გაგრძელების გამო, თეირანში ამ ქვეყნების დროებითი რწმუნებულები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა.

ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ დანიისა და შვედეთის დროებით რწმუნებულებს გადაეცათ საპროტესტო ნოტა, წმ. ყურანის მიმართ უპატივცემულო ქმედებებთან დაკავშირებით.

ამავე ინფორმაციით, ირანმა მკაცრად დაგმო ყურანისა და ისლამის მიმართ ჩადენილი ქმედებები და დროებითი რწმუნებულები გააფრთხილა, რომ ყურანის შეურაცხყოფის სერიოზული შედეგები და  პასუხისმგებლობა ეკუთვნოდა შვედეთისა და დანიის მთავრობებს.

დანიელმა და შვედმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი აცნობებენ თავიანთ ქვეყნებს ირანის დამოკიდებულების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები