აზერბაიჯანი მოუწოდებს ინდოეთს შეწყვიტოს იარაღის მიწოდება სომხეთისთვის

აზერბაიჯანი მოუწოდებს ინდოეთს შეწყვიტოს იარაღის მიწოდება სომხეთისთვის

2016898
აზერბაიჯანი მოუწოდებს ინდოეთს შეწყვიტოს იარაღის მიწოდება სომხეთისთვის

აზერბაიჯანი მოუწოდებს ინდოეთს შეწყვიტოს იარაღის მიწოდება სომხეთისთვის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი ინდოეთის ელჩს ბაქოში შრიდჰარან მადჰუსუდჰანანს შეხვდა და სომხეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ინდოეთის მიერ ამ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებამ გამოიწვია სომხეთის მილიტარიზაცია და ვითარების დაძაბვა და ეს არის დაბრკოლება სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის.

მან განაცხადა, რომ ეს ვითარება ეწინააღმდეგება ინდოეთის გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და მიუმხრობლობის მოძრაობის ისტორიულ ბანდუნგის პრინციპებზე, რომლის წევრიც ეს ქვეყანაა და ჰაჯიევმა სთხოვა ელჩს გადასცეს აზერბაიჯანის შეშფოთება ინდოეთის ხელისუფლებას.

ჰაჯიევმა ასევე მოუწოდა ინდოეთს გადახედოს გადაწყვეტილებას სომხეთისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდების შესახებ.

აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  დადგინდა, რომ ინდოეთიდან სამხედრო ტვირთები სომხეთში ირანის გავლით შედის.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #ინდოეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები