აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ზოგიერთ მუხლზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ზოგიერთ მუხლზე შეთანხმდნენ

1982843
აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ზოგიერთ მუხლზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ზოგიერთ მუხლზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება სომხეთთან „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების ორმხრივი შეთანხმების“ ზოგიერთ მუხლზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის ენტონი ბლინკენის მასპინძლობით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის დელეგაციის 1-4 მარტს აშშ-შის შეხვედრებთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ მინისტრები და თანმხლები დელეგაციის წევრები შეთანხმდნენ „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების ორმხრივი შეთანხმების“ პროექტის ზოგიერთ მუხლზე, მათ ასევე აღიარეს, რომ პოზიციები ზოგიერთ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აქვთ“. - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში, სადაც აშშ-ს მადლობა გადაუხადეს მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.



მსგავსი ინფორმაციები