უნივერსიტეტის სტუდენტები თეირანში თავსაბურავის სავალდებულო ტარებას აპროტესტებენ

უნივერსიტეტის სტუდენტები თეირანში თავსაბურავის სავალდებულო ტარებას აპროტესტებენ

1975663
უნივერსიტეტის სტუდენტები თეირანში თავსაბურავის სავალდებულო ტარებას აპროტესტებენ

უნივერსიტეტის სტუდენტები თეირანში თავსაბურავის სავალდებულო ტარებას აპროტესტებენ

თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავსაბურავის სავალდებულო ტარება და სკოლებში მოსწავლეების მასობრივი მოწამვლა გააპროტესტეს.

ისლამური ორგანიზაციების სტუდენტური კავშირის Telegram-ის გვერდზე გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, თეირანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა აქცია გამართეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაცვამ რამდენიმე სტუდენტს უნივერსიტეტში შესვლის უფლება თავსაბურავის წესის შეუსრულებლობის გამო არ მისცა.

სტუდენტები, რომლებმაც გააპროტესტეს დაცვის თანამშრომლების აღნიშნული ქმედება და ქვეყნის მრავალ სკოლაში მოსწავლეების მასობრივი მოწამვლა, შეიკრიბნენ და ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

სავალდებულო ჩაცმულობის წესებისა და სადისციპლინო კოლეგიის სასჯელაღსრულების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმაც.



მსგავსი ინფორმაციები