მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თურქეთთან ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თურქეთთან ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1969119
მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თურქეთთან ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ-სუდანიმ განაცხადა, რომ თურქეთთან ახალი სტრატეგიული პროექტები მალე განხორციელდება.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალ-სუდანიმ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთთან ურთიერთობებსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენ, მრავალი პარტნიორობა და ინტერესი გვაქვს მეზობელ თურქეთთან. არის გარკვეული პრობლემები წყლისა და უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ არის ამ პრობლემების გადაჭრის დიდი შესაძლებლობები. ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის ძალისხმევისთვის, ერაყისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარება გვსურს. ასევე გვსურს, მრავალ საკითხში პარტნიორობის გაღრმავება, რომლებიც გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს. მალე განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს“.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც თურქეთთან, ასევე ირანთანაც მჭიდროდ თანამშრომლობენ.  



მსგავსი ინფორმაციები