ერსინ თათრზე თავდასხმის მცდელობა

თურქეთმა მკაცრად დაგმო ფაქტი

1967113
ერსინ თათრზე თავდასხმის მცდელობა

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტს ერსინ თათარს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ბერძენი სტუდენტები სიტყვიერად დაესხნენ თავს.

ლონდონის სამეფო კოლეჯში გასამართ კონფერენციაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში ჩასული, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის ერსინ თათარის ესკორტის შეჩერება სცადეს ბერძენმა სტუდენტებმა.  

კონფერენციის დაწყებამდე ბერძენი სტუდენტების ჯგუფმა კოლეჯის შესასვლელთან ბანერებით ხელში საპროტესტო აქცია გამართეს.

იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტ თათრის მანქანა შენობას მიუახლოვდა, აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა მანქანის შეჩერება სცადეს და სკანდირებდნენ სიტყვებს, „თურქეთო გადი კვიპროსიდან“.

ერსინ თათარზე თავდასხმის მცდელობა მკაცრად დაგმეს თურქეთში. ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი, ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და სხვა მაღალჩინოსნები. მათ მკაცრად დაგმეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები