ფუათ ოქტაი მხარებს მოუწოდებს აღიარონ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა

ფუათ ოქტაი მხარებს მოუწოდებს აღიარონ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა

1960049
ფუათ ოქტაი მხარებს მოუწოდებს აღიარონ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ, მხარეებს მოუწოდა აღიარონ, კვიპროსელი თურქების უფლებები და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (ჩკთრ).

ფუათ ოქტაიმ, დედაქალაქ ანკარაში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ უნალ უსტელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თურქეთი დგას ჩკთრ-ს გვერდით როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე კვიპროსელების სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ოქტაიმ განაცხადა, რომ მათი ტკივილიც და ლხენაც კვიპროსელ თურქებთან ერთად ერთია.

„ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩკთრ-ს საერთაშორისო არენაზე, კვიპროსელების სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ისტორიამ აჩვენა, რომ ნებისმიერი მიდგომა, რომელიც იგნორირებას უკეთებს კვიპროსელ თურქებს, არ აქვს წარმატების შანსი. კვიპროსელი თურქი ხალხი არის კვიპროსის რესპუბლიკის თანაბარი დამფუძნებელი და თანაბარი პარტნიორი, რომელიც კვიპროსის ბერძნულმა მხარემ საკუთარი ხელით გაანადგურა 1963 წელს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას აქვს ყოვლისმომცველი პოლიტიკა კუნძულზე, იგი სრულად უჭერს მხარს ხედვას, რომელიც დაფუძნებულია ორივე მხარის სუვერენულ თანასწორობასა და თანაბარ საერთაშორისო სტატუსზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღიარონ კვიპროსელი თურქების უფლებები და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, განაცხადა ფუათ ოქტაიმ.  



მსგავსი ინფორმაციები