პუტინ-ფაშინიანს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინ-ფაშინიანს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1959030
პუტინ-ფაშინიანს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინ-ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, განიხილეს რუსეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020-2022 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული ვითარებაც იქნა განხილული რა, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა წარმოქმნილი პრობლემა უნდა გადაწყდეს კონსტრუქციულად, მჭიდრო კონტაქტში და რუს სამშვიდობოებთან ურთიერთობით“.



მსგავსი ინფორმაციები