საქართველოში საპროტექსტო აქციები მესამე დღესაც გაგრძელდა

საქართველოში საპროტექსტო აქციები მესამე დღესაც გაგრძელდა

1957622
საქართველოში საპროტექსტო აქციები მესამე დღესაც გაგრძელდა

საქართველოში საპროტექსტო აქციები მესამე დღესაც გაგრძელდა.

აქციის მონაწილეები ღამით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს პარლამენტიდან დაუყონებლივ გაიწვიონ „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადების მიუხედავად, რომ ის კანონპროექტს უკან გაიწვევს, უამრავმა მოქალაქემ მაინც მიიღო მონაწილეობა გამართულ აქციაში. აქციაზე დემონსტრანტებს ხელთ ქჰონდათ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებისგან შემდგარმა ოპოზიციურმა „ხალხის ძალამ“ პარლამენტს წარუდგინა, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად გაიწვევენ.

„გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ქართული ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი ფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, უნდა დარეგისტრირდენ როგორც „უცხოური აგენტები“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ კანონპროექტი რუსეთის მითითებით არის მომზადებული და მის გაუქმებას მოითხოვენ.



მსგავსი ინფორმაციები