"ქართულმა ოცნებამ" „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი გაიწვია

მმართველმა პარტიამ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი ორი ღამის მანძილზე მიმდინარე ძლიერი პროტესტის შემდეგ გაიწვია

1957171
"ქართულმა ოცნებამ" „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი გაიწვია

საქართველოში ორი ღამის მანძილზე მიმდინარე ძლიერი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ "უცხოელი აგენტების" საკამათო კანონპროექტი გაიწვიეს.

მმართველმა პარტიამ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი, ორი ღამის მანძილზე მიმდინარე ძლიერი პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ, რომ იგი რუსული კანონით იყო შთაგონებული, გაიწვია.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“. - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებდნენ საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცებას და ცდილობდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას, უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

კანონი ითვალისწინებს, რომ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან როგორც „უცხოური აგენტები“, თუ მათი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროებიდან იქნება მოპოვებული.

ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონი ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებას აშორებს.



მსგავსი ინფორმაციები