აზერბაიჯანი: „სომხეთი პროვოკაციას ცდილობს“

აზერბაიჯანი: „სომხეთი პროვოკაციას ცდილობს“

1957315
აზერბაიჯანი: „სომხეთი პროვოკაციას ცდილობს“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა მათ პოზიციებს და დასძინა, რომ ერევნის ადმინისტრაცია რეგიონში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას ცდილობს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით 21:30 საათიდან 04:15 საათამდე, მათი პოზიციები, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარიდან, ყარაბაღის რეგიონში სომხეთის არმიის და არალეგალური სომხური ძალების მხრიდან 23-ჯერ გაიხსნა ცეცხლი.

ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ადეკვატურად უპასუხა მომხდარ ფაქტს.

„სომხური შეიარაღებული ძალები სისტემატურად ესხმიან ჩვენს პოზიციებს, პროვოცირებას უწევენ ჩვენს არმიას და ცდილობენ ცრუ ინფორმაციებით შეცდომაში შეიყვანონ, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის წარმომადგენლები და შექმნან ხელოვნური დაძაბულობა რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ პროვოკაციებზე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ადამიანურ დანაკარგებში, ეკისრება ერევნის ადმინისტრაციას“, ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები