ჩავუშოღლუმ სირიის საკითხთან მიმართებაში ოთხმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა

ჩავუშოღლუმ სირიის საკითხთან მიმართებაში ოთხმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა

1956674
ჩავუშოღლუმ სირიის საკითხთან მიმართებაში ოთხმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დედაქალაქ ანკარაში, თავის ირანელ კოლეგა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ანკარასა და დამასკოს შორის მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „რუსებისგან ტექნიკური შეხვედრის შეთავაზება მივიღეთ, მოსკოვში მინისტრის მოადგილეს გავაგზავნით. ირანს სურდა მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში, რაზეც, ჩვენი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა. ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრის ოთხმხრივ გამართვას. რუსებისგან მოვიდა შემოთავაზება, რომ მომავალი კვირისთვის ტექნიკური შეკრება ჩაეტარებინათ. მომავალ კვირას მოსკოვში მინისტრის მოადგილეს გავაგზავნით. შეხვედრას ირანიც დაესწრება.“



მსგავსი ინფორმაციები