პუტინ-ალიევს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინ-ალიევს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1946845
პუტინ-ალიევს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობა, ასევე ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.

პუტინმა და ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას.



მსგავსი ინფორმაციები