თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა
1938581
ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები
სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს
სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს