ჩავუშოღლუ: „თურქეთი PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ირანთან კავშირშია“

ჩავუშოღლუ: „თურქეთი PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ირანთან კავშირშია“

1934228
ჩავუშოღლუ: „თურქეთი PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ირანთან კავშირშია“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი მუდმივ კონტაქტში არიან ირანთან PKK-ს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ გუშინ, თავის ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანთან დედაქალქ ანკარაში პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

პრესკონფერენციის დრსო, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ირანი ჩვენი უძველესი მეზობელი და მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც საერთო საზღვარი გვაქვს, რომელიც თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა. როგორც თურქეთი ასევე ირანიც მუდამ ტერორიზმის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყანაა. სწორედ ამის ფარგლებში როგორც თურქეთი, ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს და ვდგამთ საჭირო ნაბიჯებს PKK-ის საფრთხის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, PKK ირანის ტერიტორიაზეც იმყოფება. ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოების განყოფილებებმა და დაზვერვამ წარსულში ამ საკითხთან მიმართებაში გაავრცელეს საჭირო ინფორმაცია. ჩვენ ვასხვავებთ ჩვენ ქურთ ძმებს  ტერორისტებისგან. ჩვენი ბრძოლა კი ტერორისტების წინააღმდეგ გრძელდება.“

პრესკონფერენციის დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზეც გამართეს კონსულტაციები.



მსგავსი ინფორმაციები