ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა

ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ძლიერი აფეთქება მოხდა

1931388
ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ძლიერი აფეთქება მოხდა.

თალიბანის ქაბულის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა ხალიდ ზადრანმა სოციალური ქსელით განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქება მოხდა.

ზადრანის თქმით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა და შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან გაგზავნილი.

თალიბანის ძალებმა სამინისტროსკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მიიღეს.

აღინიშნა, რომ ქაბულის ცენტრში გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოს ქუჩა გადაკეტილია და დაშავებულები კი გადაყვანილი.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ქაბული , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები