აზერბაიჯანმა საფრანგეთს საფროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა საფრანგეთს საფროტესტო ნოტა გაუგზავნა

1925195
აზერბაიჯანმა საფრანგეთს საფროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანის მიმართ ფრანგი პოლიტიკოსების ნეგატიური დამოკიდებულების გამო აზერბაიჯანში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ამ ქვეყნის ელჩი ბაქოში ენ ბუაიონი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეების აზერბაიჯანის მიმართ ცილისწამებაზე დაფუძნებული კამპანიის გაფართოებისა და გაგრძელების გამო უკმაყოფილება ელჩ ბუაიონს მოახსენეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

განცხადების მიხედვით, ბუაიონს ასევე განუცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების ლიდერების სახელით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულე მაკრონისათვის მიწერილ წერილში გამოთქმული აზერბაიჯანის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმის მნიშვნელობის მქონე ნაბიჯების გადადგმის მოწოდება, მიუღებელია.

სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ბუაიონს შეხვდნენ, ასევე გამოთქვეს მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობამ მიიღოს აუცილებელი ზომები აზერბაიჯანის წინააღმდეგ კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიზნით.



მსგავსი ინფორმაციები