იცხაკ ჰერცოგი: "მოუთმენლად ველი თელ-ავივში თურქეთის ელჩის რწმუნებათა სიგელის მიღებას"

ჰერცოგმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის“ თელ-ავივში თურქეთის ელჩის შაკირ ოზქან თორუნლარის რწმუნებათა სიგელის მიღებას

1924559
იცხაკ ჰერცოგი: "მოუთმენლად ველი თელ-ავივში თურქეთის ელჩის რწმუნებათა სიგელის მიღებას"

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის“ თელ-ავივში თურქეთის ელჩის შაკირ ოზქან თორუნლარის რწმუნებათა სიგელის მიღებას.

ჰერცოგმა, ანკარაში ისრაელის ელჩის ირიტ ლილიანის მიერ გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის რწმუნებათა სიგელის გადასაცემად მისვლისას საპრეზიდენტო კომპლექსში მისი ისრაელის ეროვნული ჰიმნით დახვედრის ცერემონიის კადრები სოციალური ქსელით გააზიარა შემდეგი წარწერით: „დღეს (გუშინ) ძალიან შთამბეჭდავი იყო ელჩი ირით ლილიანის მიერ რწმუნებათა სიგელის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის გადაცემისას ანკარაში საპრეზიდენტი კომპლექსში ჰათიკვას (ისრაელის სახელმწიფო ჰიმნი) კვლავ მოსმენა. მალე, მოუთმენლად ველი თურქეთის ელჩის რწმუნებათა სიგელის მიღებას. დიდი ნაბიჯია ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებში“.

თურქეთმა და ისრაელმა მთელი წლის განმავლობაში მრავალი ნაბიჯი გადადგეს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის მარტში ანკარაში ვიზიტს მოჰყვა მაისში საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში. ისრაელის პრემიერ მინისტრი იაირ ლაპიდი ასევე ეწვია თურქეთს ივნისში.

17 აგვისტოს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანის და ორმხრივად ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

თელ-ავივში თურქეთის ახლადდანიშნული ელჩი შაკირ ოზქან თორუნლარი ისრაელში უკვე ჩავიდა, თუმცა ისრაელის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელი ჯერ არ გადაუცია.



მსგავსი ინფორმაციები