ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 39 წლისაა

მუსტაფა შენთოფმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1906494
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 39 წლისაა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ კვიპროსში გამოსავალი მხოლოდ ორი თანაბარი და სუვერენული სახელმწიფოს შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

შენთოფმა აღნიშნული განცხადება, კუნძულზე, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) 39 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის, „გზა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკისკენ“  ჩვენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩკთრ-ის თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელიც გრძელდება ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, კვლავ გრძელდება.

შენთოფის თქმით, ამ ხნის განმავლობაში თურქეთმა როგორც კუნძულზე, ასევე ხმელთაშუა ზღვაში მშვიდობის და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რა, სამწუხაროდ ბერძნული მხარე და საბერძნეთი ამ პროცეს ყოველთვის უარყოფდნენ.



მსგავსი ინფორმაციები