ირანის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შეფასებებს მკაცრად აკრიტიკებს

ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს „დიდი ეშმაკი“ უწოდა

1893565
ირანის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შეფასებებს მკაცრად აკრიტიკებს

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ გაკეთებული შეფასებები მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: „აშშ-ის პრეზიდენტი თავისი განცხადებებით ქაოსსა და ტერორს იწვევს სხვა ქვეყნებში“.

რაისიმ ამის შესახებ, თეირანში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მან აშშ-ს „დიდი ეშმაკი“ უწოდა და განაცხადა, რომ რეგიონში ტერორს, ქაოსს და დივერსიას მხარს აშშ-ს ადმინისტრაცია უჭერს.

„70 წელზე მეტი ხანია პალესტინის, სიონისტური ისრაელის რეჟიმის მხრიდან ოკუპაცია და მათდამი მხარდაჭერა, ასევე ავღანეთის ოკუპაცია, აშშ-ს მიერ, არის ამ დიდი ეშმაკის ქმედებებიდან  მხოლოდ ერთი ნაწილი. აშშ-ის პრეზიდენტი თავისი განცხადებებით ქაოსსა და ტერორს იწვევს სხვა ქვეყნებში“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციები და თავდასხმები წარმატებას ვერ მიაღწევს.   



მსგავსი ინფორმაციები