ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდებიან

მათი შეხვედრა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეკრებაზე შედგება

1889106
ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოთხმხრივ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან პირველად გასამართ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეკრებაზე.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა განაცხადა: "მე მივდივარ პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად. იქ დაგეგმილია ჩემი ოთხმხრივი შეხვედრის გამართვა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საფრანგეთის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებთან“.

შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის 27 და ევროკავშირის არაწევრი 17 ქვეყანა არის მიწვეული, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება.

შეხვედრას, სავარაუდოდ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.

სხდომის ბოლოს ოფიციალური განცხადება ან ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღება არ არის გათვალისწინებული.



მსგავსი ინფორმაციები