ფაშინიანი პუტინს და მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

ფაშინიანი პუტინს და მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

1879123
ფაშინიანი პუტინს და მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. სომხეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანმა პუტინთან და მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბოლოდროინდელი კონფლიქტები განიხილა.

მეორეს მხრივ, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გუშინ ღამით მთავრობის შენობაში უშიშროების საბჭო მოიწვია.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ გუშინ საღამოს საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო პროვოკაცია განახორციელა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დღეს გაკეთებული განცხადებით, ამ დროისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 49 სომეხი სამხედო დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები