მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

1860650
მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. „მწვანე ზონაში“ სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ირანის მიერ მხარდაჭერილ საკოორდინაციო ჩარჩოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მოჰამედ შია ეს-სუდანის გასაპროტესტებლად შეკრებილმა ალ-სადრის მომხრეებმა, შემდეგ პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზიმმა კი აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ არ დააზიანონ საჯარო და კერძო საკუთრება და დაუყოვნებლივ გავიდნენ ე.წ. მწვანე ზონიდან.

საკითხს გამოეხმაურა გაეროც. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე მომიტინგეებს მოუწოდა პატივი სცენ თავიანთი ქვეყნის ინსტიტუტებს სხვადასხვა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ცნობისათვის, ერაყში გასული წლის 10 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური უთანხმოების გამო მთავრობა არ ჩამოყალიბებულა.  25 ივლისს შიიტურმა კოალიციამ 52 წლის, მოჰამედ შია ეს-სუდანის კანდიდატურა წარადგინა, კრიზისის დასასრულებლად.

ამ დროისთვის, ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქაზიმი მართავს, ხოლო თუ პარტიები ახალი მთავრობის არჩევაზე ვერ შეთანხმდებიან, ალ-ქაზიმი აღნიშნულ თანამდებობაზე მომავალ არჩევნებამდე დარჩება.



მსგავსი ინფორმაციები