ერსინ თათარი თურქეთთან ურთიერთობას აფასებს

ერსინ თათარი თურქეთთან ურთიერთობას აფასებს

1860524
ერსინ თათარი თურქეთთან ურთიერთობას აფასებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა თქვა, რომ თურქეთსა და ჩკთრ-ს შორის კავშირები ეროვნული და წმინდაა რა, არავის ეყოფა იმის ძალა, რომ მათ შორის არსებული ეს კავშირები გაწყვიტოს.

ერსინ თათარმა, ოსმანიეს ქორქუთ ათას უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას სახელწოდებით, „კვიპროსში თურქების არსებობისთვის ბრძოლა“ დაესწრო. თათარმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, კვიპროსის ისტორიაზე ისაუბრა და განაცხადა: „კუნძულზე 1974 წლის ივლისში ახალი ერა დაიწყო. ჩვენ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, თურქული სამყაროს წარმომადგენლები ვართ. სწორედ ამის ფარგლებში როგორც თურქეთის, ასევე ჩკთრ-ს დროშას ვიცავთ. კვიპროსში ყველამ კარგად იცის ეროვნული ბრძოლის ფასი. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უფლებების და სამართლის დაცვა რა, სწორედ ამ მოტივით ვმოქმედებთ დედასამშობლო, თურქეთთან ერთად. ამიტომ, ჩვენს შორის კავშირები ეროვნული და წმინდაა, რომლის გაწყვეტის ძალა არავის ეყოფა. ჩვენი ფესვები, ჩვენი ისტორია და ჩვენი გული ერთია. ჩვენ ამას მთელი გულწრფელობით ვუზიარებთ მსოფლიოს და ვამბობთ: ‘თურქეთის რესპუბლიკა ჩვენს უკან დგას’. თურქეთის რესპუბლიკის და ჩკთრს- ბრძოლა ერთიანი და საერთოა.“



მსგავსი ინფორმაციები