ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

1855973
ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონში PKK-ს ტერორისტების მხრიდან განხორციელებული  თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.“

სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულის ოჯახს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.

მეორეს მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ვანის პროვინციის ჩათაქლის რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ერენ ბლოკადა-22“-ის ფარგლებში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები