ზორლუ თორე თურქული არმიის კუნძულიდან გაყვანის მოთხოვნის წინააღმდეგია

ზორლუ თორე თურქული არმიის კუნძულიდან გაყვანის მოთხოვნის წინააღმდეგია

1853214
ზორლუ თორე თურქული არმიის კუნძულიდან გაყვანის მოთხოვნის წინააღმდეგია

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (ჩკთრ) პარლამენტის თავმჯდომარემ ზორლუ თორემ განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თურქული არმიის კუნძულიდან გაყვანას.

ზორლუ თორემ ამის შესახებ, თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების საინიციატივო ცენტრის მხრიდან სტამბულში გამართულ, „კვიპროსის მომავლის ხედვა“ სახელწოდების პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„თუ ჩკთრ-ში არ განხორციელდება ორი სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტა, ჩვენ ასე გავაგრძელებთ. ჩკთრ არ არის საჩუქარი ინგლისელებისგან, ფრანგებისგან, ბერძნებისგან ან გაეროსგან. ეს სახელმწიფო ჩვენი მოწამეების და ვეტერანების ამანათია. ჩვენ არ შეგვიძლია ვუღალატოთ მათ. ჩვენ არ შეგვიძლია დავთანხმდეთ ჩკთრ-ის გაუჩინარებას. თურქეთის გარანტორობის გაუქმებას ჩვენ ვერ დავთანხმდებით, ასვე ვერ დავთანხმდებით, კუნძულიდან თურქული ჯარის გაყვანას. კვიპროსი ხმელთა შუა ზღვაში ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რეგიონია. ამ რეგიონში აშშ-ს, რუსეთ-ს და საფრანგეთს ავიამზიდები და წყალქვეშა ნავები ჰყავს. ეს ქვეყნები ეუბნებიან თურქეთს, ნუ აწარმოებთ საბურღ სამუშაოებს, ნუ ახორციელებთ სეისმურ კვლევას, თქვენ არ შეგიძლიათ ცალკე სახელმწიფოს შექმნა კუნძულ კვიპროსზე, თავი დაანებეთ ამ სახელმწიფოს, კვიპროსი იყოს ფედერაცია. ეს არის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია“, განაცხადა ზორლუ თორემ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთის არმია , #ჩკთრ , #ზორლუ თორე

მსგავსი ინფორმაციები