პუტინ-ფაშინიანს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინ-ფაშინიანს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1853013
პუტინ-ფაშინიანს  შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის განცხადებით, პუტინ-ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, განიხილეს რუსეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის ნოემბერში და 2021 წლის იანვარსა და ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის თაობაზეც აზრები გაცვალეს. ფაშინიანმა, პუტინს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ბოლო მოვლენების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები