თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის მეოთხე შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის მეოთხე შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

1849272
თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის მეოთხე შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების მეოთხე შეხვედრა 1 ივლისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ ქილიჩი და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლი რობერ რუბინიანი მორიგ შეხვედრას, 1 ივლისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართავენ.“

შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა და რობერ რუბინიანმა პირველი შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 14 იანვარს გამართა.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები