ილჰამ ალიევმა სერგეი ლავროვი მიიღო

ილჰამ ალიევმა სერგეი ლავროვი მიიღო

1847803
ილჰამ ალიევმა სერგეი ლავროვი მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ისინი, 2020 წლის ნოემბერში სომხეთთან ხელმოწერილი დეკლარაციის განსახორციელებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელიან.

ილჰამ ალიევმა ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ალიევ-ლავროვის შეხვედრაზე მიმდინარე წლის დასაწყისში, აზერბაიჯან-რუსეთს შორის ხელმოწერილი მოკავშირეთა ურთიერთობის დეკლარაციის საკითხებიც იქნა განხილული.

შეხვედრაზე ალიევმა მისი ქვეყნის სომხეთთან ურთიერთობის პოზიციაზეც გაამახვილა კიდევ ერთხელ ყურადღება და თქვა: „ეს პოზიცია მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ძალისხმევას მიესალმება სომხეთი და მრავალმხრივი კონფლიქტი დასრულდება. ჩვენი შეთავაზება სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დაწყების შესახებ უპასუხოდ დარჩა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს წინადადება მიღებულ იქნება. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ რუსეთის ფედერაციის აქტიურ ძალისხმევას კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით“.

შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ორი ქვეყნის პრეზიდენტის მითითებების განსახორციელებლად, ხელმოწერილი მოკავშირეთა ურთიერთობის დეკლარაციის ფარგლებში.



მსგავსი ინფორმაციები