მევლუთ ჩავუშოღლუ-ლიზ ტრასის ერთობლივი პრესკონფერენცია

მევლუთ ჩავუშოღლუ-ლიზ ტრასის ერთობლივი პრესკონფერენცია

1847270
მევლუთ ჩავუშოღლუ-ლიზ ტრასის ერთობლივი პრესკონფერენცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ როგორც თურქეთი, მათ აიღეს კონსტრუქციული როლი შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად. ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლიზ ტრასისთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც თურქეთი, ჩვენ ვიღებთ კონსტრუქციულ როლს შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნისთვის. ჩვენ ასევე, რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის არალეგალურად შეძენა-გაყიდვის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ როგორც თურქეთი, მსგავს ფაქტს არ დავუშვებთ. თუ შეთანხმება იქნება მიღწეული, სტამბოლში საკონტროლო ცენტრის შეიქმნის და უკრაინის ტერიტორიულ წყლებს მიღმა უსაფრთხო ზონის შექმნის მომხრენი ვართ“, განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

პრესკონფერენციაზე თურქმა დიპლომატმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადებზეც ისაუბრა და თქვა: „ყველას უსაფრთხოების საზრუნავი უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ მათი, ვინც გაწევრიანებას ითხოვს. რა თქმა უნდა თურქეთის უსაფრთხოების საზრუნავებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“.

პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მარცვლეულის პრობლემა არაუგვიანეს მომავალ თვეში არ მოგვარდება, თუ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა ვერ მოხდება, ეს სერიოზულ შიმშილს გამოიწვევს.

ტრასმა, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადებზეც ისაუბრა და თქვა: „ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები ნატოსთან. ვფიქრობთ, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის გამაძლიერებელი იქნება“.  



მსგავსი ინფორმაციები