ვლადიმერ პუტინ-ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვლადიმერ პუტინ-ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1835543
ვლადიმერ პუტინ-ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა და ალიევმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 და 2021 წლებში ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულება, რეგიონში მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება და სტაბილურობის განმტკიცება, ეკონომიკური ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა პუტინს, 22 მაისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.  

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა დონეზე რეგულარული კონტაქტების შენარჩუნებაზე.  



მსგავსი ინფორმაციები