რა საკითხები განიხილეს მიშელმა, ალიევმა და ფაშინიანმა?

შარლ მიშელ-ილჰამ ალიევ-ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

1830556
რა საკითხები განიხილეს მიშელმა, ალიევმა და ფაშინიანმა?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განცხადებები გააკეთა. მიშელის თქმით, მათ უკვე მესამედ გამართეს ერთობლივი შეხვედრა რა, განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ნაღმების გაწმენდა, დაკავებულების გათავისუფლება, გაუჩინარებულთა ბედის დადგენა და სხვა აქტუალური საკითხები.  

შარლ მიშელის თქმით რაც შეეხება აზერბაიჯან-სომხეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხს, ორი ქვეყნის სასაზღვრო კომისიები უახლოეს დღეებში გამართავენ პირველ ერთობლივ შეხვედრას. მიშელმა აღნიშნა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე რა, ლიდერები შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლებიც განსაზღვრავს გადასვლებს აზერბაიჯანსა და ნახჩევანს შორის, ასევე სომხეთის სხვადასხვა რეგიონებს შორის აზერბაიჯანის გავლით, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფარგლებში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ იმ საკითხზეც, რომ ისინი ივლისში ან აგვისტოში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ.



მსგავსი ინფორმაციები